კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ პირობებს.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემა

gHosting.ge - ზე ანგარიშის შექმნის შემთხვევაში თქვენი პირადი ინფორმაცია იშიფრება SSL პროტოკოლის გამოყენებით.

Cookies და Web Beacon

ბევრი საიტი იყენებს Cookies. Cookie არის ტესტის მცირე ფრაგმენტი რომელიც სერვერიდან გადმოეცემა თქვენს ბრაუზერს და შეიცავს უნიკალურ ინფორმაციას, რომელიც შემდგომში საშუალებას იძლევა მოხდეს მომხმარებლის იდენთიფიკაცია საიტზე. თანამედროვე ბრაუზერებში Cookie - ები ავტომატურად არის ჩართული, თუმცა მათი გათიშვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
Web Beacon არის ცარიელი სურათი, რომელიც დამოუკდებლად ან Cookie - თან ერთად აგროვებს იმფორმაციას მომხმარებლის შესახებ.

როგორ იყენებს gHosting.ge მომხმარებლებისგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას?

კლიენტის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ კომპანიის შიგნით (მაგალითად, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად მათი სერვისების მდგომარეობის შესახებ ან სხვა მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე) და არ გადაეცემათ მესამე პირებს.
თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი რომლებთან დაკავშირებითაც gHosting.ge - მ შეიძლება გადასცეს მომხმარებლების პირადი ინფორმაცია სამთავრობო ორგანოებს.

შეგიძლიათ თუ არა შეცვალოთ არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ?

gHosting.ge საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეცვალონ მათი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ გსურთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა შეგიძლიათ ამის შესახებ მისწეროთ gHosting.ge - ს მხარდაჭერის სამსახურს.

როგორ ხდება ინფორმაციის დაცვა?

ნებისმიერი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ინახება დაშიფრული სახით, რომელთა ნახვა შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს.

პასუხისმგებლობა ავტორიზაციის მონაცემების შესახებ (ელ. ფოსტა და პაროლი) ეკისრებათ თავად კლიენტებს.

ბმულები სხვა საიტებთან

გაითვალისწინეთ რომ gHosting.ge შეიძლება შეიცავდეს სხვა საიტების ბმულებ, რომლებმაც შეიძლება შეაგროვონ ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ შემთხვევაში gHosting.ge არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ გადაცემულ ინფორმაციაზე და თქვენ ემორჩილებით იმ საიტის წესებს და პირობებს, რომელზეც გადახვედით.