Wordpress საიტის ატვირთვა-ინსტალაცია ჰოსტინგზე

Wordpress საიტის ჰოსტინგზე ასატვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
  1. შედით თქვენი ჰოსტინგის სამართავ პანელში (https://თქვენი-დომენი:2082).
  2. სამართავ პანელში გადადით დომენების "Domain > Domains" ან ქვედომენების "Domain > Sub Domain" გვერდზე და შესაბამის დომენს ან ქვე-დომენს მიუთითეთ საჭირო PHP - ის ვერსია.
  3. სამართავ პანელში გადადით შემდეგ გვერდზე "Database > MySQL Database" და შექმენით MySQL მონაცემთა ბაზა.
  4. სამართავ პანელში გადადით შემდეგ გვერდზე "Database > MySQL Users" და ჩაწერეთ MySQL მონაცემთა ბაზის მომხმარებელი და მიუთითეთ შესაბამისი MySQL მონაცემთა ბაზა (Map Database).
  5. გადმოწერეთ Wordpress საიტის არქივი Wordpress - ის საიტიდან (https://wordpress.org/download/).
  6. გახსენით ფაილების მენეჯერი "File > File Manager" და გადადით შესაბამისი დომენის ან ქვედომენის public_html ფოლდერში და ატვირთეთ Wordpress  საიტის ფაილები (შეგიძლიათ ფაილები ატვირთოთ არქივის ფორმით და ატვირთვის შემდეგ განაარქივოთ). ასევე ფაილების ასატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ sFTP კლიენტი.
  7. გახსენით თქვენი საიტი ბრაუზერში და გამოსულ Wordpress - ის ინსტალაციის ფორმაში ჩაწერეთ მოთხოვნილი პარამეტრები და მიჰყევით ინსტრუქციას.




  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ვებ ჰოსტინგის შეძენის ინსტრუქცია

ვებ ჰოსტინგის შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე და აირჩიეთ სასურველი კონფიგურაცია. ვებ ჰოსტინგის...

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

Python საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Python პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...

ASP.NET Core საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Asp.Net Core პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System...

NodeJS საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

NodeJS პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...