Python საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Python პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
  1. სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System > SSH terminal" გვერდზე და გამოსულ ტერმინალში ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის მომხმარებლის სახელი და პაროლი (გაიარეთ ავტორიზაცია).
  2. PIP პაკეტის ინსტალაციისთვის ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-get update -y && sudo apt-get install python3-pip -y".
  3. Python - ის ვერსიის სანახავად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "python3 --version"
  4. Flask პაკეტის დასაყენებლად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo pip3 install flask".
  5. UTF8 კოდირების მხარდაჭერისთვის ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "export LC_ALL=C.UTF-8 && export LANG=C.UTF-8".
Python სატესტო პროგრამის ამუშავება
  1. ტერმინალში შემდეგი ბრძანების ჩაწერით "sudo mkdir /python_hello_world && sudo chmod 777 /python_hello_world && cd /python_hello_world" შექმენით ფოლდერი, სადაც შემდგომში შევქმნით Python სატესტო პროგრამას.
  2. ტერმინალში შემდეგი ბრძანების ჩაწერით "sudo printf "from flask import Flask\napp = Flask(__name__)\n@app.route('/')\ndef home():\n    return 'Howdy world'" > /python_hello_world/hello_world.py" შექმენით Python სატესტო პროგრამის ფაილი (/python_hello_world/hello_world.py).
  3. Python სატესტო პროგრამის ასამუშავებლად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "FLASK_APP=/python_hello_world/hello_world.py flask run --port=4000>/dev/null 2>&1 &".
  4. სერვერის გადატვირთვის შემთხვევაში Python პროგრამა ავტომატურად, რომ ჩაირთოს გადადით შემდეგ გვერდზე "System > SSH terminal" და ტერმინალის ქვემოთ მოცემულ ტექსტურ ველში (The script runs automatically when the system starts) ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "FLASK_APP=/python_hello_world/hello_world.py flask run --port=4000>/dev/null 2>&1 &" და დააჭირეთ ღილაკს "Save".
  5. იმისათვის, რომ შეძლოთ Python სატესტო პროგრამის გახსნა ბრაუზერში გადადით შემდეგ გვერდზე "Domain > HTTP Reverse proxy" და აირჩიეთ სასურველი დომენი ან ქვე-დომენი, რომლითაც გსურთ Python სატესტო პროგრამის გახსნა, ასევე ველში "Redirects to" ჩაწერეთ შემდეგი მისამართი "http://localhost:4000" და დააჭირეთ ღილაკს "Create".
  6. დაელოდეთ 5 წუთი და ბრაუზერით შედით თქვენს მიერ არჩეულ დომენზე ან ქვე-დომენზე, რის შემდეგაც გაიხსნება Python სატესტო პროგრამა.




  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

PHP-MySQL საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

სტანდარტული PHP/MySQL საიტის ჰოსტინგზე ასათვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი...

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის ცვლილება (პარამეტრების გაზრდა ან შემცირება)

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის შესაცვლელად (გასაზრდელად ან შესამცირებლად) გადადით სერვისების გვერდზე...

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

როგორ შევცვალოთ PHP კონფიგურაცია

PHP - ს კონფიგურაციის პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია "System > PHP settings" გვერდზე. ხოლო...

NodeJS საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

NodeJS პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...