PHP-MySQL საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

სტანდარტული PHP/MySQL საიტის ჰოსტინგზე ასათვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
  1. შედით თქვენი ჰოსტინგის სამართავ პანელში (https://თქვენი-დომენი:2082).
  2. სამართავ პანელში გადადით დომენების "Domain > Domains" ან ქვედომენების "Domain > Sub Domain" გვერდზე და შესაბამის დომენს ან ქვე-დომენს მიუთითეთ საჭირო PHP - ის ვერსია.
  3. სამართავ პანელში გადადით შემდეგ გვერდზე "Database > MySQL Database" და შექმენით MySQL მონაცემთა ბაზა.
  4. სამართავ პანელში გადადით შემდეგ გვერდზე "Database > MySQL Users" და ჩაწერეთ MySQL მონაცემთა ბაზის მომხმარებელი და მიუთითეთ შესაბამისი MySQL მონაცემთა ბაზა (Map Database).
  5. გადადით phpMyAdmin - ის გვერდზე "Database > phpMyAdmin" აირჩიეთ შესაბამისი MySQL მონაცემთა ბაზის მომხმარებელი და გახსენით PhpMyAdmin - ის პროგრამა "Launch phpMyAdmin" ღილაკზე დაჭერით.
  6. phpMyAdmin - ის პროგრამაში მოახდინეთ მონაცემთა ბაზის ფაილის იმპორტი (Import ფუნქციის გამოყენებით).
  7. გახსენით ფაილების მენეჯერი "File > File Manager" და გადადით შესაბამისი დომენის ან ქვედომენის public_html ფოლდერში და ატვირთეთ საიტის ფაილები (შეგიძლიათ ფაილები ატვირთოთ არქივის ფორმით და ატვირთვის შემდეგ განაარქივოთ). ასევე ფაილების ასატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ sFTP კლიენტი.
  8. ატვირთული საიტის კონფიგურაციის ფაილებში ჩაწერეთ საიტის მუშაობისთვის საჭირო კონფიგურაციის პარამეტრები (მონაცემთა ბაზა, მონაცემთა ბაზის მომხმარებელი/პაროლი, SMTP პარამეტრები და სხვა...).
  9. მიუთითეთ საიტის ფაილების და ფოლდერების უფლებები (Permissions).




  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი საშუალებას გაძლევთ მართოთ სერვერის კონფიგურაცია (დომენები, ელ....

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

როგორ შევცვალოთ PHP კონფიგურაცია

PHP - ს კონფიგურაციის პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია "System > PHP settings" გვერდზე. ხოლო...

ვებ ჰოსტინგის შეძენის ინსტრუქცია

ვებ ჰოსტინგის შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე და აირჩიეთ სასურველი კონფიგურაცია. ვებ ჰოსტინგის...

NodeJS საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

NodeJS პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...