NodeJS საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

NodeJS პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
  1. სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System > SSH terminal" გვერდზე და გამოსულ ტერმინალში ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის მომხმარებლის სახელი და პაროლი (გაიარეთ ავტორიზაცია).
  2. NodeJS პაკეტის ინსტალაციისთვის ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-get update -y && sudo apt-get install curl nano -y && cd ~ && curl -sL https://deb.nodesource.com/setup_8.x -o nodesource_setup.sh && sudo bash nodesource_setup.sh && sudo apt-get install nodejs build-essential -y".
  3. NodeJS პაკეტის ვერსიის სანახავად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "nodejs -v".
  4. npm პაკეტის ვერსიის სანახავად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "nodejs -v".
NodeJS სატესტო პროგრამის ამუშავება
  1. ტერმინალში შემდეგი ბრძანების ჩაწერით "sudo mkdir /nodejs_hello_world && sudo chmod 777 /nodejs_hello_world && cd /nodejs_hello_world" შექმენით ფოლდერი, სადაც შემდგომში შევქმნით NodeJS სატესტო პროგრამას.
  2. ტერმინალში შემდეგი ბრძანების ჩაწერით "sudo printf "const http = require('http');\nconst hostname = 'localhost';\nconst port = 3000;\nconst server = http.createServer((req, res) => {\nres.statusCode = 200;\nres.setHeader('Content-Type', 'text/plain');\nres.end('Hello World');\n});\nserver.listen(port, hostname, () => {\nconsole.log('Server running at http://localhost:3000/');\n});" > /nodejs_hello_world/hello_world.js" შექმენით NodeJS სატესტო პროგრამის ფაილი (/nodejs_hello_world/hello_world.js).
  3. NodeJS სატესტო პროგრამის ასამუშავებლად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "nohup sudo node /nodejs_hello_world/hello_world.js &".
  4. სერვერის გადატვირთვის შემთხვევაში NodeJS პროგრამა ავტომატურად, რომ ჩაირთოს გადადით შემდეგ გვერდზე "System > SSH terminal" და ტერმინალის ქვემოთ მოცემულ ტექსტურ ველში (The script runs automatically when the system starts) ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "nohup sudo node /nodejs_hello_world/hello_world.js &" და დააჭირეთ ღილაკს "Save".
  5. იმისათვის, რომ შეძლოთ NodeJS სატესტო პროგრამის გახსნა ბრაუზერში გადადით შემდეგ გვერდზე "Domain > HTTP Reverse proxy" და აირჩიეთ სასურველი დომენი ან ქვე-დომენი, რომლითაც გსურთ NodeJS სატესტო პროგრამის გახსნა, ასევე ველში "Redirects to" ჩაწერეთ შემდეგი მისამართი "http://localhost:3000" და დააჭირეთ ღილაკს "Create".
  6. დაელოდეთ 5 წუთი და ბრაუზერით შედით თქვენს მიერ არჩეულ დომენზე ან ქვე-დომენზე, რის შემდეგაც გაიხსნება NodeJS სატესტო პროგრამა.




  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ASP.NET Core საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Asp.Net Core პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System...

Wordpress საიტის ატვირთვა-ინსტალაცია ჰოსტინგზე

Wordpress საიტის ჰოსტინგზე ასატვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი ჰოსტინგის...

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

Python საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Python პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...

PHP-MySQL საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

სტანდარტული PHP/MySQL საიტის ჰოსტინგზე ასათვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი...