ASP.NET Core საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Asp.Net Core პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
  1. სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System > SSH terminal" გვერდზე და გამოსულ ტერმინალში ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის მომხმარებლის სახელი და პაროლი (გაიარეთ ავტორიზაცია).
  2. Asp.Net Core რეპოზიტორიის დასამატებლად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "wget https://packages.microsoft.com/config/debian/10/packages-microsoft-prod.deb -O packages-microsoft-prod.deb && sudo dpkg -i packages-microsoft-prod.deb".
  3. Asp.Net Core SDK პაკეტის  ინსტალაციისთვის ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-get update && sudo apt-get install -y apt-transport-https && sudo apt-get update && sudo apt-get install -y dotnet-sdk-5.0".
  4. Asp.Net Core Runtime პაკეტის ინსტალაციისთვის ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-get update && sudo apt-get install -y apt-transport-https && sudo apt-get update && sudo apt-get install -y aspnetcore-runtime-5.0".
Asp.Net Core საიტის ამუშავება
  1. ტერმინალში შემდეგი ბრძანების ჩაწერით "sudo mkdir /dotnet_mvc_test && cd /dotnet_mvc_test" შექმენით ფოლდერი Asp.Net Core პროექტისთვის, სადაც შევქმნით საიტის პროექტს.
  2. ახალი პროექტის შესაქმნელად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo dotnet new mvc".
  3. პროექტის ბილდის შესაქმნელად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo dotnet publish --configuration Release", რის შემდეგაც პროექტის ბილდი შეიქმნება შემდეგ მისამართზე "/dotnet_mvc_test/bin/Release/net5.0/publish/".
  4. Asp.Net Core საიტის ჩასართავად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "nohup sudo dotnet /dotnet_mvc_test/bin/Release/net5.0/publish/dotnet_mvc_test.dll &".
  5. სერვერის გადატვირთვის შემთხვევაში Asp.Net Core საიტი ავტომატურად, რომ ჩაირთოს გადადით შემდეგ გვერდზე "System > SSH terminal" და ტერმინალის ქვემოთ მოცემულ ტექსტურ ველში (The script runs automatically when the system starts) ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "nohup sudo dotnet /dotnet_mvc_test/bin/Release/net5.0/publish/dotnet_mvc_test.dll &" და დააჭირეთ ღილაკს "Save".
  6. იმისათვის, რომ შეძლოთ Asp.Net Core საიტის გახსნა ბრაუზერში გადადით შემდეგ გვერდზე "Domain > HTTP Reverse proxy" და აირჩიეთ სასურველი დომენი ან ქვე-დომენი, რომლითაც გსურთ Asp.Net Core საიტის გახსნა, ასევე ველში "Redirects to" ჩაწერეთ შემდეგი მისამართი "https://localhost:5001" და დააჭირეთ ღილაკს "Create".
  7. დაელოდეთ 5 წუთი და ბრაუზერით შედით თქვენს მიერ არჩეულ დომენზე ან ქვე-დომენზე, რის შემდეგაც გაიხსნება  Asp.Net Core საიტი.




  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის ცვლილება (პარამეტრების გაზრდა ან შემცირება)

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის შესაცვლელად (გასაზრდელად ან შესამცირებლად) გადადით სერვისების გვერდზე...

ვებ ჰოსტინგის შეძენის ინსტრუქცია

ვებ ჰოსტინგის შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე და აირჩიეთ სასურველი კონფიგურაცია. ვებ ჰოსტინგის...

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

Wordpress საიტის ატვირთვა-ინსტალაცია ჰოსტინგზე

Wordpress საიტის ჰოსტინგზე ასატვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი ჰოსტინგის...

PHP-MySQL საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

სტანდარტული PHP/MySQL საიტის ჰოსტინგზე ასათვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი...