როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
  1. სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System > SSH terminal" გვერდზე და გამოსულ ტერმინალში ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის მომხმარებლის სახელი და პაროლი (გაიარეთ ავტორიზაცია).
  2. ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-get update" და დააჭირეთ ენთერს. თუ მოგთხოვთ პაროლის ჩაწერას ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის პაროლი.
  3. დააინსტალირეთ ტექსტური რედაქტორი nano შემდეგი ბრძანებით: "sudo apt-get install nano".
  4. გახსენით MySQL მონაცემთა ბაზის კონფიგურაციის ფაილი ტექსტის რედაქტორში nano, შემდეგი ბრძანებით: "sudo nano /etc/mysql/my.cnf".
  5. შეიტანეთ თქვენთვის სასურველი ცვლილებები (დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები სქორია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება MySQL სერვერი აღარ ჩაირთოს) და ცვლილებების შესანახად დააჭირეთ "CTRL + X + Y + ენთერ" ღილაკებს.
  6. და ბოლოს გადატვირთეთ MySQL სერვერი შემდეგი ბრძანებით "sudo service mysql restart". ამის შემდეგ თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები აისახება MySQL მონაცემთა ბაზის მუშაობაზე.




  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ვებ ჰოსტინგის შეძენის ინსტრუქცია

ვებ ჰოსტინგის შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე და აირჩიეთ სასურველი კონფიგურაცია. ვებ ჰოსტინგის...

ASP.NET Core საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Asp.Net Core პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System...

PHP-MySQL საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

სტანდარტული PHP/MySQL საიტის ჰოსტინგზე ასათვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი...

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი საშუალებას გაძლევთ მართოთ სერვერის კონფიგურაცია (დომენები, ელ....

როგორ დავაყენოთ ახალი PHP მოდული

ყველა ხელმისაწვდომი PHP მოდულის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია სამართვავ პანელში "System > PHP...