როგორ დავაყენოთ ახალი PHP მოდული

ყველა ხელმისაწვდომი PHP მოდულის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია სამართვავ პანელში "System > PHP modules" გვერდზე. თუმცა თუ გსურთ PHP - ს სხვა მოდულის დაყენება, რომელიც "System > PHP modules" გვერდზე არ არის ხელმისაწვდომი მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  1. სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System > SSH terminal" გვერდზე და გამოსულ ტერმინალში ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის მომხმარებლის სახელი და პაროლი (გაიარეთ ავტორიზაცია).
  2. ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-get update" და დააჭირეთ ენთერს. თუ მოგთხოვთ პაროლის ჩაწერას ჩაწერეთ თქვენი სამართავი პანელის პაროლი.
  3. თუ გსურთ იხილოთ ყველა ხელმისაწვდომი PHP მოდული, რომლის დაინსტალირებაც შეგიძლიათ ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება "sudo apt-cache search php7.0 " (7.0 - შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ PHP - ის იმ ვერსიით, რომელიც გჭირდებათ). რეზულტატად მიიღებთ PHP მოდულების ჩამონათვალს.
  4. მაგალითად, PHP GD (სურათებთან სამუშაო) მოდულის დასაინსტალირებლად ტერმინალში ჩაწერეთ შემდეგი ბრძანებ "sudo apt-get install php7.0-gd".
  5. ზემოთ მოყვანილი ბრძანებების შესრულების შემდეგ ახალი დაინსტალირებული მოდული გამოჩნდება "System > PHP modules" გვერდზე, საიდანაც შეგეძლებათ მისი ჩართვა/გამორთვა.



  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი საშუალებას გაძლევთ მართოთ სერვერის კონფიგურაცია (დომენები, ელ....

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

როგორ შევცვალოთ PHP კონფიგურაცია

PHP - ს კონფიგურაციის პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია "System > PHP settings" გვერდზე. ხოლო...

Wordpress საიტის ატვირთვა-ინსტალაცია ჰოსტინგზე

Wordpress საიტის ჰოსტინგზე ასატვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი ჰოსტინგის...

PHP-MySQL საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

სტანდარტული PHP/MySQL საიტის ჰოსტინგზე ასათვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი...