ვებ ჰოსტინგის შეძენის ინსტრუქცია

ვებ ჰოსტინგის შესაძენად გადადით შემდეგ ბმულზე და აირჩიეთ სასურველი კონფიგურაცია.
ვებ ჰოსტინგის შეძენის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად შექმნის ვირტუალურ მიკრო სერვერს თქვენს მიერ მითითებული კონფიგურაციის შესაბამისად, რომელიც იზოლირებული იქნება სხვა ჰოსტინგებისგან და იმუშავებს VPS სერვერის პრინციპით.

პროცესორის სიმძლავრე - განსაზღვრავს თქვენი სერვერისთვის გამოყოფილ პროცესორულ დროს (CPU Time), რომელიც ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი თქვენი სერვერისთვის.
ოპერატიული მეხსიერება - განსაზღვრავს თქვენი სერვერისთვის გამოყოფილ ოპერატიული მეხსიერების მოცულობას (RAM), რომელიც ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი თქვენი სერვერისთვის.
დისკის მოცულობა - განსაზღვრავს თუ რა მოცულობის ფაილების შენახვა იქნება შესაძლებელი თქვენს სერვერზე.


როგორ მუშაობს ვებ ჰოსტინგის მიკრო სერვერი?

ძირითად (მთავარ) სერვერებზე განთავსებულია განსაზღვრული რაოდენობის მიკრო სერვერები (ვებ ჰოსტინგები), რომლებიც ერთმანეთისგან არიან სრულიად იზოლირებული, თუმცა იყენებენ ძირითადი (მთავარი) სერვერების რესურსებს (პროცესორის სიმძლავრეს, ოპერატიულ მეხსიერებას, დისკის მოცულობას და ა.შ).
რესურსების გამოყენების ლიმიტები განისაზღვრება თქვენს მიერ არჩეული კონფიგურაციის შესაბამისად. მაგალითად:
თუ ძირითად (მთავარ) სერვერზე თქვენს ვებ ჰოსტინგთან ერთად განთავსებულია კიდევ 10 სხვა ვებ ჰოსტინგი და კონკრეტული დროის მომენტში აღნიშნული 10 სერვერი ჯამში იყენებს საერთო პროცესორის სიმძლავრის 20% - ს თქვენი სერვერისთვის ამ მომენთში ხელმისაწვდომი იქნება  პროცესორის სიმძლავრის 80%. ხოლო თუ ძირითადი (მთავარი) სერვერი მასზე არსებული მიკრო სერვერების დატვირთულობის გამო გადატვირთულია თქვენი სერვერისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება თქვენს მიერ არჩეული რესურსების რაოდენობა (პროცესორის სიმძლავრე, ოპერატიული მეხსიერება), რაც უზრუნველყოფს თქვენი სერვერის სტაბილურ მუშაობას.



  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის ცვლილება (პარამეტრების გაზრდა ან შემცირება)

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის შესაცვლელად (გასაზრდელად ან შესამცირებლად) გადადით სერვისების გვერდზე...

NodeJS საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

NodeJS პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...

Python საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Python პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...

ASP.NET Core საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Asp.Net Core პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System...

როგორ დავაყენოთ ახალი PHP მოდული

ყველა ხელმისაწვდომი PHP მოდულის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია სამართვავ პანელში "System > PHP...