ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი

ვებ ჰოსტინგის სამართავი პანელი საშუალებას გაძლევთ მართოთ სერვერის კონფიგურაცია (დომენები, ელ. ფოსტები, მონაცემთა ბაზები, ფაილები, და სხვა). სამართავ პანელში შესვლა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
1. გადადით სერვისების გვერდზე და აირჩიეთ სასურველი აქტიური ვებ ჰოსტინგის სერვისი და გამოსულ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს "სამართავი პანელი".
2. თუ თქვენი დომენი აქტიურია და დაკავშირებულია gHosting.ge - ს სერვერთან ბრაუზერის URL - ში ჩაწერეთ http://თქვენი დომენი:2080 ან https://თქვენი დომენი:2082

სამართავი პანელის ძირითადი ფუნქციები

  • File Management > Backup - რეზერვაციის მოდული, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი სერვერის სარეზერვო ასლები, რომელშიც მოთავსდება ფაილები, ელ.ფოსტები, მონაცემთა ბაზები და სხვა.
  • File Management > Backup Config - ეს მოდული საშუალებას გაძლევთ დააკონფიგურიროთ სარეზერვო ასლების ავტომატურად შექმნის პარამეტრები თქვენი ჰოსტინგის ანგარიშებისთვის. Daily Backups - ყოველდღიური სარეზერვო ასლების ავტომატურად შექმნა, Purge Backups - სარეზერვო ასლების ავტომატური წაშლა განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, Purge Date - დღეების რაოდენობა, რომლის შემდეგაც ავტომატურად წაიშლება სარეზერვო ასლები.
  • File Management > File Manager - ფაილების მენეჯერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ, ჩამოტვირთოთ, შექმნათ, დაარედაქტიროთ და ა.შ ფაილები და ფოლდერები.
  • File Management > FTP Accounts - ამ მოდულის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ FTP ანგარიშები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ და მართოთ ფაილები თქვენს სერვერზე.
  • File Management > Protected Directories - ფოლდერების დაცვა პაროლის საშუალებით.
  • Mail > Aliasesამ მოდულის გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ მეტსახელები არსებული საფოსტო ყუთებისთვის.
  • Mail > Distribution Lists - ეს მოდული საშუალებას გაძლევთ შექმნათ და მართოთ ელ.ფოსტის განაწილების ჯგუფები.
  • Mail > Forwardsამ მოდულის გამოყენებით თქვენ გაქვთ ფოსტის გადამისამართების შექმნის შესაძლებლობა.
  • Mail > Mailboxes ამ მოდულის გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ IMAP და POP3 საფოსტო ყუთები.
  • Mail > WebMail - ეს მოდული საშუალებას გაძლევთ ონლაინში გააგზავნოთ, წაიკითხოთ და მართოთ ელ .ფოსტები. ასევე აღნიშნული ელ. ფოსტების სამართავი კლიენტი შეგიძლიათ გახსნათ შემდეგი URL - ს გამოყენებით: https://webmail.თქვენი საიტის დომენი.
  • Domain Management > Certificate Manager - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ მართოთ SSL სერტიფიკატები.
  • Domain Management > DNS Manager - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ მართოთ დომენების DNS ჩანაწერები.
  • Domain Management > Domains - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ დაამატოთ, დაარედაქტიროთ, წაშალოთ და მართოთ თქვენი დომენები. ასევე აღნიშნული მოდულის საშუალებით შეგიძლიათ შეცვალოთ PHP ვერსია კონკრეტული დომენისთვის.
  • Domain Management > HTTP Reverse proxy - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ მართოთ დომენების შიდა გადამისამართება. მაგალითად, დომენ 1 - ზე შესვლისას ჩამოიტვირთება დომენი 2 ღია გადამისამართების გარეშე (ბრაუზერის URL - ში დარჩება დომენი 1).
  • Domain Management > Parked Domains - დომენის პარკირება ნიშნავს დომენის სახელის დარეგისტრირებას ინტერნეტში, ამ დომენის გამოყენების გარეშე. თუ გაქვთ დომენები, რომლებსაც არ იყენებთ, დაამატეთ ამ მოდულში.
  • Domain Management > Redirects - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ მართოთ დომენების ღია გადამისამართება სხვა მისამართზე.
  • Domain Management > Sub Domains - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ დაამატოთ, დაარედაქტიროთ, წაშალოთ და მართოთ თქვენი ქვედომენები. ასევე აღნიშნული მოდულის საშუალებით შეგიძლიათ შეცვალოთ PHP ვერსია კონკრეტული ქვედომენისთვის.
  • Database Management > MySQL Database -  აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ დაამატოთ, დაარედაქტიროთ, წაშალოთ და მართოთ MySQL მონაცემთა ბაზები.
  • Database Management > MySQL Users - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ დაამატოთ, დაარედაქტიროთ, წაშალოთ და მართოთ MySQL მონაცემთა ბაზების მომხმარებლები.
  • Database Management > phpMyAdmin - phpMyAdmin არის ინტერნეტზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი MySQL მონაცემთა ბაზა ბრაუზერის გამოყენებით. ასევე აღნიშნული მონაცემთა ბაზების სამართავი კლიენტი შეგიძლიათ გახსნათ შემდეგი URL - ს გამოყენებით: https://phpmyadmin.თქვენი საიტის დომენი.
  • System > Cron Managerაქ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ PHP სკრიპტები, რომ ავტომატურად იმუშაონ სხვადასხვა დროის ინტერვალებით.
  • System > PHP modules - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ან გამორთოთ PHP -ს მოდულები.
  • System > PHP settings - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ დაარედაქტიროთ PHP -ს კონფიგურაცია. ასევე PHP - ს კონფიგურაცია შეგიძლიათ შეცვალოთ user.ini ფაილის შექმნით საიტის ძირითად ფოლდერში.
  • System > PHPInfo - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ იხილოთ PHP - ს მიმდინარე კონფიგურაცია.
  • System > SSH terminal - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ სრუნყოფილად მართოთ თქვენი სერვერი (root უფლებებით). მაგალითად, დააყენოთ თქვენთვის სასურველი პროგრამული უძრუნველყოფა, შეცვალოთ სისტემური პარამეტრები და სხვა. ასევე აღნიშნული მოდულის საშუალებით შეგიძლიათ მოახდინოთ სერვისების ავტომატური ჩართვა სერვერის გადატვირთვის შემთხვევაში (The script runs automatically when the system starts).
  • Statistic > CPU/RAM Info - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ იხილოთ სერვერის დატვირთულობის სტატისტიკა სხვადასხვა დროის მონაკვეთში.
  • Statistic > Webalizer Stats - აღნიშნული მოდულის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკური მონაცემები, როგორიცაა ვიზიტორების ინფორმაცია, გამოყენებული გამტარობა, რეფერალური ინფორმაცია, ყველაზე მეტჯერ ნანახი გვერდები და ა.შ. ვებ სტატისტიკა დაფუძნებულია დომენებსა და ქვედომენებზე, ამიტომ გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მენიუ, რომ ნახოთ ვებ სტატისტიკა კონკრეტული დომენისთვის ან ქვედომენისთვის. აირჩიეთ დომენი ან ქვე დომენი, რომლისთვისაც გსურთ ვებ – სტატისტიკის ნახვა.
  • Account Information > Change Password - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ სამართავი პანელის ამჟამინდელი პაროლი.
  • Account Information > My Account - აღნიშნული მოდული საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ სამართავი პანელის პროფილის ამჟამინდელი ინფორმაცია.
  • Account Information > Logout - სამართავი პანელიდან გამოსვლა.



  • 0 მოხმარებელს სტატია გამოადგა
მიიღეთ სრული ინფორმაცია კითხვაზე?

მსგავსი თემები

როგორ შევცვალოთ MySQL მონაცემთა ბაზის პარამეტრები

თუ MySQL მონაცემთა ბაზის მიმდინარე კონფიგურაცია არ გაკმაყოფილებთ და გსურთ მათი მოდიფიცირება...

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის ცვლილება (პარამეტრების გაზრდა ან შემცირება)

ვებ ჰოსტინგის კონფიგურაციის შესაცვლელად (გასაზრდელად ან შესამცირებლად) გადადით სერვისების გვერდზე...

Wordpress საიტის ატვირთვა-ინსტალაცია ჰოსტინგზე

Wordpress საიტის ჰოსტინგზე ასატვირთად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შედით თქვენი ჰოსტინგის...

Python საიტის ატვირთვა ჰოსტინგზე

Python პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია სამართავ პანელში შესვლის შემდეგ გადადით "System >...

როგორ შევცვალოთ PHP კონფიგურაცია

PHP - ს კონფიგურაციის პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია "System > PHP settings" გვერდზე. ხოლო...